ვაჟა-ფშაველა. ,,ია"
„ტყე შეუნახე შვილებსა,
მამა ხარ, შენი ვალია,
ტყეებს ნუ კაფავ ძმობილო,
ტყე გაშიშვლდება, ბრალია,
ია და ვარდი გახმება,
ფესვებს მოუთხრის ქარია...“
ვასილ აფციაური
ჩვენს წინაპრებს ესმოდათ ბუნებისა და ადამიანის ერთიანობა, გრძნობდნენ ბუნების სულსა და მასში ღვთის განსახოვნებას. ბუნება ასაზრდოვებდა და იცავდა მათ. ჯანმრთელობის ყველაზე საუკეთესო წამალიც ბუნებაა. ბუნებასთან სიახლოვე გამოიხატა ენაშიც, როდესაც სულიერი მოვლენის სიმბოლოდ, ბუნების გარკვეულ მოვლენებს ვიყენებთ მაგალითად: ,,მუხა - გამძლეობა და სიმტკიცე“, ,,კლდე - მტკიცე ხასიათი“, მელა - გაიძვერობა“, ,,სინაზე - ყვავილები“, ,,კრავი - უმანკოება“ და ა.შ.
ბუნება ცოცხალი, ნებიანი და ფორმით დიდებულია. ამასთანავე საოცრად მშვენიერიც. მისი სილამაზე ყოველთვის აღაფრთოვანებდა ადამიანს. სტივენ ფრაის მოსაზრებაც მხარს უჭერს ბუნების სილამაზეს. იგი წერს: ,, თუ ირგვლივ მიმოვიხედავთ ნებისმიერი სიუშნოვე ჩვენს ირგვლივ, ადამიანის ხელით არის შექმნილი.“
მჭადიჯვრის ტყე |
დროის დინებასთან ერთად ადამიანსა და ბუნებას შორის არსებული ჰარმონია დაირღვა.
ადამიანმა დაიწყო მისი გარდაქმნა: დაიწყო წიაღისეულის მოპოვება, დააბინძურა ჰაერი,
წყალი, ნიადაგი. გაჩეხა და გაანადგურა ტყეები. ამ პროცესებმა მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანა.
როდესაც ბუნებას ვეხებით, საჭიროა დავიცვათ გარკვეული
კანონზომიერება. ასე უნდა ხდებოდეს ხეების მოჭრის დროსაც, რათა არ განადგურდეს ტყის
მასივები, თავიდან ავიცილოთ ტყეების გაჩეხვის შემდგომი, უარყოფითი პროცესები და არც
ბუნებას წავართვათ სიცოცხლე.
საქართველოს ტყე ევროპა-აზიაში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს. თანაც აქ გვხვდება უნიკალური ხის ჯიშები. ქვეყნის ტერიტორიის 40% ტყითაა დაფარული, ამის 90% კი ფერდობებზეა განლაგებული, რაც თავისთავად ტყეების მასობრივ გაკაფვასთან ერთად ღვარცოფებს, მეწყერებსა და ნიადაგის დეგრადაციას იწვევს. გარდა ამისა, ტყეების გაკაფვის შედეგად, მიმდინარეობს ეკოსისტემების რღვევა, სუფთა ჰაერის შემცირება, გლობალური დათბობა, ქარსაცავი ზოლების განადგურება და სტიქიური კატასტროფების მატება.
ხის
მერქანს იყენებენ სამშენებლო საქმეში, ასევე ავეჯისა და ქაღალდის დასამზადებლად. ტყის
დიდი რაოდენობით გაკაფვა ხდება ასევე სახცოვრებელი ადგილების გასაშენებლად, საწვავ-სათბობად.
ზოგჯერ კი უბრალოდ სახნავ-სათესი მიწების საშოვნელად.
სწორედ სახნავ-სათესი მიწებისა და სათბობი მასალისთვის
გაიკაფა საბჭოთა პერიოდში, დუშეთის რაიონის, სოფელ მჭადიჯვრის ტყის გარკვული ნაწილი
და იქცა მინდვრებად, მცირე ნაწილი კი ვაზიანებად. ასეთ ადგილებს, სადაც ადრე ტყე იყო, აქ ახოებს ეძახიან.
ახოები |
მართალია, დღეს სოფელს აქვს ვაზიანები, მაგრამ ტყის გაკაფვამ ეკოლოგიური კვებითი ჯაჭვების რღვევასთან ერთად, გამოიწყვია ქარსაცავი ზოლების განადგურებაც, რის შედეგადაც ზამთარში ქალაქთან დამაკავშირებელი მთავარი გზა ნამქერისგან იკეტება, გაწმენდა კი რთული პროცესია. მოსახლეობა წუხს ამის გამო, რადგან თუ თოვლი დიდია გაწმენდას დიდი დრო
ჭირდება და
ამასთან ერთად ქალაქისკენ გადაადგილება ჭირს. ვერ შემოდის ვერც სასწრაფო დახმარება.
სამწუხაროდ არც იმ ქარსაცავი ზოლების გაფრთხილება ხდება, რომლებიც მცირედაა შემორჩენილი,
ახალი ხეების დარგვაზეც რომ აღარაფერი ვთქვათ.
მინამქრული სოფლის გზა |
დაჩეხილი ხე |
ინტერვიუ სოფელ მჭადიჯვრის მოსახლე, გივი ოდიშვილთან
გამოყენებული წყაროები:
- ვაჟა-ფშაველა - ,,ია
- გარემოს დაცვის სამინისტრო
- ინტერვიუ ნინო ჩხობაძესთან
- ინტერვიუ სოფელში მოსახლე გივი ოდიშვილთან
- ალგეთის ხეობის ფოლკლორი
- google map
View Larger Map
No comments:
Post a Comment